6 თვეში საქართველოში 5 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი გაიცა. სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სტატისტიკიდან ვიგებთ, ყველაზე მეტი ორდერი თბილისში (2504) გაიცა, რეგიონებიდან კი კახეთში (530).
ამასთან, ძალადობის სახეებში პირველ ადგილს იკავებს ფსიქოლოგიური ძალადობა, შემდეგ კი ფიზიკური ძალადობა.











