დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია პიკს უახლოვდება, თუმცა ეს პიკი არ იქნება ისეთი დრამატული, როგორც ნოემბერ-დეკემბერში.
“ვფიქრობ, რომ ისეთი დრამატული, როგორიც ნოემბერ-დეკემბერში იყო, ეს პიკი არ უნდა იყოს, მრავალი ფაქტორის გამო. ერთი ის, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია. ეგეთია, “ჰელსმეტრიკის” ინსტიტუტის გათვლებით, დაახლოებით 600-650 ათასამდე ადამიანი ქვეყანაში. თუმცა ეს არ არის საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს საზოგადოების ნაწილი აიცრა და მესამე, ჩვენ ახლა შევდივართ თბილ პერიოდში, მზის სხივი კორონავირუსზე მოქმედებს დამთრგუნველად”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











