საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4627 პირი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 3453 აცრა. სულ აცრილია 2 003 963 ადამიანი.
გუშინ საქართველოში 37 115 ტესტი ჩატარდა. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა უკვე 53 613 აღწევს.











