7 დღის წინ ხაშურიდან გაუჩინარებული 48 წლის გიორგი შავერდაშვილი პოლიციამ თბილისში იპოვა.
ინფორმაცია ,,პრაიმტაიმს“ დაკარგული გიორგი შავერდაშვლის მამამ, ზურაბ შავერდაშვილმა დაუდასტურა.
ზურაბ შავერდაშვილის თქმით, მისი შვილი პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაში არაფხიზელ მდგომარეობაში ნახა.
,,ჩემი შვილი პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნახა. ხშირად არ სვამს სასმელს, მაგრამ თუ დალია ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე სვამს ხოლმე. ეს დღეები ღამეს ქუჩაში ათენებდა. ჯერ არ მისაუბრია მასთან. მინდა მადლობა გადავუხადო გამომძიებლებს და ხაშურის პოლიციის უფროსს, ზაალ ტაბატაძეს ჩემი შვილის პოვნისთვის“, – განაცხადა ზურაბ შავერდაშვილმა.











