ინგირის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები კორონავირუსის გამო, დღეიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, აღნიშნულ კლასებში კორონავირუსი თითო-თითო მოსწავლეს დაუდგინდა. მისივე თქმით, ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები 16 თებერვლამდე ჩაუტარდებათ.
ცნობისთვის, აღნიშნულ სკოლაში კორონავირუსი პირველ და მეორე კლასის მოსწავლეებს 27 იანვარს გამოუვლინდათ, შემდეგ კი მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებსაც დაუდასტურდათ. ამ კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში ორშაბათიდან დაბრუნდებიან.
რესურსცენტრის ინფორმაციით, ინგირის საჯარო სკოლაში კორონავირუსით სულ 7 მოსწავლეა ინფიცირებული.
ავტორი: თეა შონია











