fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

7-თვიანი ბოიკოტის დასასრული – მეათე მოწვევის პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა

11:39 ივნისი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
792
ნახვა

7-თვიანი ბოიკოტი დასრულებულია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ერთვება.

როგორც პარტიაში განმარტავენ, საკანონმდებლო ორგანოში შესვლით ისინი აგრძელებენ ბრძოლას და მმართველ გუნდს კომფორტის ზონას არ დაუტოვებენ.

როგორც თავად აცხადებენ, ამნისტიის კანონპროექტის გარდა ყველა საკანონმდებლო ინიციატივასა და ცვლილებაზე აქტიურ მუშაობას გეგმავენ.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას, რომ არც ერთი თავისუფალი კომფორტის ზონა არ დავუტოვოთ ოლიგარქს და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება სხვადასხვა ფორმატში, ვიქნებით აქტიურად ჩართულები, იქნება ეს საპარლამენტო საქმიანობა თუ სხვა,”- განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ არსებული პარლამენტი არის არალეგიტიმური და პრობლემური არჩევნების მიერ შერჩეული, თუმცა ამ დროის მონაკვეთში, კირკიტაძის თქმით, ენმ მაქსიმალურად შეეცდება, რის გაკეთების საშუალებასაც ოპოზიციური ფორმატი მისცემს, რომ პარლამენტში საქმიანობით საქართველოს მოქალაქეს ის მძიმე ყოფა შეუმსუბუქოს, რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ჩააყენა.

საკანონმდებლო ორგანოში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია განსხვავებული შეხედულებებით ხვდებიან.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ ენმ პარლამენტში იქნება ერთადერთი პარტია, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და ამით დემოკრატიულ პროცესებში ჩართვაზე უარს ამბობს.

“ნაციონალური მოძრაობა” აპირებს, რომ აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში, მათ შორის დაარეგისტრირეს ფრაქციაც ერთის მხრივ, თუმცა მეორეს მხრივ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას და ესეც რა თქმა უნდა გამოწვევა არის ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ პარლამენტში იქნება პარტია, რომელიც პირდაპირ უარს ამბობს დეპოლარიზაციასა და დემოკრატიულ პროცესში თანამშრომლობაზე, ამიტომ ამასაც უნდა დავაკვირდეთ რა თქმა უნდა, როგორ მოიქცევა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის კედლებს შიგნით,” – განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

 

ასევე ნახეთ: რამდენით დაგიფინანსდებათ შვილებისთვის სამედიცინო მომსახურება – გაეცანით ვაუჩერიზაციის წესებს

 

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, ისინი მიესალმებიან “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში დაბრუნებას და ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს პარლამენტის მრავალფუნქციურობას.

თუმცა აქაც არსებობს განსხვავებული შეხედულება, მაგალითად, “მოქალაქეები” ენმ-ს პოლიტიკურ ტონს უწუნებენ და ამბობენ, რომ თუ კი ეს პარტია მეათე მოწვევის პარლამენტშიც ისე გააგრძელებს მუშაობას როგორც ეს წინა წლებში იყო, ისინი მათ ინიციატივებს მხარს არ დაუჭერენ.

“ზუსტად ვიცოდი, რომ ყველა შემოვიდოდა პარლამენტში და ამას ღიად ვამბობდი. “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა ისე, რომ ძალიან გაბანძებულები შემოდიან. გაცილებით თავდახრილები შემოდიან, ვიდრე მაშინ, ჩვენთვის, რომ დაეჯერებინათ. თუ ის ცირკი გააგრძელეს, რაც წინა და იმის წინა მოწვევის პარლამენტებში, ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, რაც ძალი და ღონე გვექნება, ამას შევეწინააღმდეგებით,” – განაცხადა “მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.

 

  • ხელფასი ქველმოქმედებაში, ბინები ბათუმში და წილები ტბაზე – რა ქონებას ფლობენ ქართველი ხელოვანი, მეზობელი პარლამენტარები

 

  • „ყველაზე შემაშფოთებელი შტამი“ – გიორგი ფხაკაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

 

 

  • “ერთხელ მაინც დამესიზმროს…“ – ნათელა მაჭავარიანი 37-წლიან ტკივილზე 

 

  • დალი ჩიტალაძე და მისი ქმარი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში დააპატიმრეს – „ვტიროდი… ვერ წარმომედგინა“ (ვიდეო)

თეგები: მეათე მოწვევის პარლამენტიოპოზიციის ბოიკოტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

ნოემბერი 22, 2021
768
მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

ივლისი 12, 2021
802
მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს

ივნისი 16, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია