ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევაში საუბარი ახლადარჩეულ პარლამენტსა და მოსახლეობის მოლოდინებზეცაა.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გამოკითხულთა 76% ეთანხმება იმ აზრს, რომ ახალი პარლამენტის საქმიანობაში ხალხის ინტერესების გასატარებლად საჭიროა ყველა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა. ამსთან, 82% თვლის, რომ ყველა პარტიამ ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.













