ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მიუნხენის „ბაიერნი“ კატალონიის „ბარსელონას“ შეხვდა და 8:2 გაანადგურა.
მიუნხენელებმა ორივე ტაიმი 4:1 მოიგეს და მეტოქეს ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვეს. „ბარსელონას“ კარში 4 გოლი ივან პერისიჩმა, სერჟ გნაბრიმ, ჯოშუა კიმიხმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს, 2-2 გოლი კი ტომაშ მიულერმა და ფელიპე კოუტინიომ შეაგდეს.
ნახევარფინალში „ბაიერნის“ მეტოქე მანჩესტერ სიტისა და ლიონს წყვილში გამარჯვებული იქნება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.











