საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 აპრილიდან გაიხსნება და საქმიანობას განაახლებენ კინოთეატრები.
დღეს კი, 1-ელ აპრილს კიდევ ორი შეზღუდვა მოიხსნა. საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები და სპორტული კლუბები მაყურებლების, ბავშვთა გასართობი ცენტრები კი სტუმრები მიღებას დღეიდან შეძლებენ. მათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების სრული დაცვა მოუწევთ.
რეკომენდაციები კი იგივე რჩება – მაყურებლები ჭადრაკისებურად უნდა განლაგდნენ, ეკეთოთ პირბადე, გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები და დეზობარიერი.









