8 მარტთან დაკავშირებით ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი ქალბატონებისთვის უფასო იქნება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღის ბოლომდე ქალბატონებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურებათ.
ცნობისთვის, ხვალ, მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმშიც უფასო იქნება.
ავტორი:კესო მოლაშხია











