8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეჭრამ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად, წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე. ძალადობა შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მთავრობას აქვს გაცხადებული და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომლის შუამავალიც ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები იყვნენ.
მოვუწოდებთ ქართველებს გაერთიანდნენ ბოლო წლებში გამოჩენილი პრობლემებიდან პოლიტიკური გამოსავლის საძიებლად და არ მიმართონ ტაქტიკებს, რომლებიც გვინახავს სხვების მიერ ქართველი ხალხის ინტერესების დასაზიანებლად გამოყენებული… დესტაბილიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და გრძელდება ბოლო დღეებამდე, ხაზს უსვამს ყველა იმ პირის პირად პასუხისმგებლობას, ვისაც უპყრია ძალაუფლება, რათა გამოიჩინონ თავშეკავება და უარყოფითი შედეგები მოაქვს მთელი ერისთვის, მათთვისაც, ვინც არაფერ შუაშია. საქართველოს ადგილი, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის, ეჭვის ქვეშ არ არის, თუმცა საფრთხის ქვეშაა ძალადობის და თავისუფლებაზე თავდასხმის გამო”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერი, პოლონეთის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარეკ კუხჩინსკი, ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი, აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რობერტ მენენდესი, ესტონეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რიიგიკოგუს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონი, ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი და დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდატი.











