ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება სავარაუდოდ ხვალ გაათავისუფლებს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ, მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს. – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
ის პატიმრობაში 85 დღე იმყოფებოდა.
ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევა დასდეს ბრალად.
აგვისტოს ბოლოს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.











