UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით 872 მილიონი სკოლის მოსწავლე კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლაში არ დაბრუნებულა.
ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
UNICEF -ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორეს თქმით, კორონავირუსის პიკის დროს სკოლები 192 ქვეყანაში დაიხურა.
„მილიონობით ბავშვს, რომლებმაც სწავლება დისტანციური რეჟიმში შეძლეს, ძალიან გაუმართლათ. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს 463 მილიონ ბავშვს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა“,- განაცხადა ფორემ.











