ანაკლიელმა 97 წლის სამამულო ომის ვეტერანმა კარლო ლაგვილავამ Covid-19 დაამარცხა.
იგი 12 დღის განმავლობაში იმყოფებოდა რუხის კოვიდკლინიკაში. ომის ვეტერანი მადლობას უხდის საავადმყოფოს მთელს პერსონალს.
იგი ომში 18 წლის ასაკში, სკოლის მოსწავლე გაიწვიეს.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მეორე მსოფლიო ომის სულ 7 ვეტერანი შემორჩა, მათ შორის ერთი სწორედ კარლო ლაგვილავაა.
ავტორი: თეა შონია











