კალაძე აღარც „ოცნებას“ უნდა მერად და აღარც კალაძეს უნდა „ოცნებაში“, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა, თავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
„და სანამ სუსი კალაძის გარემოცვის კორუფციულ სქემებს სწავლობს, თევზი კი ყველამ ვიცით, ყოველთვის თავიდან ყროლდება, თავად კალაძემ რიტორიკაც კი შეცვალა – ოპოზიციას და თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს „გამოქანება დახტომაზე“ აღარ ეპატიჟება.
ანუ აშკარაა, რომ თავის გადარჩენას, გამიჯვნას ცდილობს და რაც შეიძლება მეტი დივიდენდების მოგროვებას, მისი წასვლა გაქცევას რომ არდაემსგავსოს.
რადგან, თუ ადრე პოლიტიკური კარიერა ჰქონდა და მუდმივად წინა პლანზე იყო, ახლა ზუსტად მიხვდა, რომ „ოცნებაში“ პირველი ვერასოდეს იქნება.
ჯერ ერთი, ივანიშვილს არ „უკადრებია“ მისთვის, რაც კობახიძემ „აკადრა“, ფინალში კი, შერჩა ღარიბაშვილი, ვისთანაც საკმაოდ მძიმე წარსული აკავშირებს. სწორედ კალაძეს და გახარიას შეთამაშებულ ტანდემს მიუძღვის უდიდესი წვლილი ღარიბაშვილის პირველად გადაყენებაში და იმიტომ…
მოკლედ, აშკარაა კალაძეს აღარ უნდა პოლიტიკაში რადიკალური მტრები, ხოლო გაბედავს თუ არა გამიჯვნას, ამას მალე ვნახავთ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ ზოგადად, იქ ლიდერი რომ აღარ ჰყავთ რესურსულად, ეს მაშინ გამოჩნდა, კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის რომ გაკეთდა არჩევანი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
თბილისის მერი კი თავის მხრივ, თანამდებობის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, ის თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და პასუხისმგებლობის ღირსეულად ჩამთავრებას აპირებს.











