“რა რუსთავის ციხიდან გატაცება? არ არის ეს სერიოზული”, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება, რომლის თანახმად, „სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება იგეგმება სხვა ქვეყანაში“ .
„სისულელეებია. აბსურდულ განცხადებებს სერიოზულად როგორ უნდა ვუპასუხო. რა რუსთავის ციხიდან გატაცება?! არ არის ეს სერიოზული“, – განაცხადა კალაძემ.