ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე საქართველოშi ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლას ეხმაურება.
„დღეს დილით თბილისში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, არავინ დარჩეს საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა“, – წერს ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ჯანმო-ს წარმომადგენელი მადლობას უხდის ჯანდაცვის მინისტრს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ევროკომისარს ჯანმრთელობისა და საკვების უსაფრთხოების საკითხებში სტელა კირიაკიდესს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის, „იუნისეფს“, „გავის“ და ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს.
Early today the first batch #COVAX #COVID19 vaccines arrived in Tbilissi ??. Georgia government is committed to #LeaveNoOneBehind #UHC. ? leadership @MOHgovge Ekaterine Tikaradze @NCDCGeorgia & partners?? @SKyriakidesEU @OliverVarhelyi @eu_near #UNICEF @gavi @CarlHartzellEU pic.twitter.com/J38dP0oy4O
— Hans Kluge (@hans_kluge) March 13, 2021











