ევროპაში კორონავირუსის მორიგი ტალღის თავიდან აცილება უკვე გვიანია,- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა,
„უკვე გვიანია კორონავირუსის მორიგი ტალღის თავიდან აცილება, რადგან ვაქცინაციის დაფარვა ძალიან დაბალია. სიკვდილიანობის შემცირებაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი. ეს პირბადის ტარებით უნდა მოხდეს. ევროპის რეგიონში, დახურულ სივრცეში პირბადეს მოსახლეობის მხოლოდ 4-8% ატარებს. კიდევ ერთი ინსტრუმენტი ვაქცინაციაა, მათ შორის გამაძლიერებელი დოზების მიღება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.











