„მე არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო, როდესაც ჩვენი პარტიის ერთ-ერთ წევრს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს ბატონ რიჟვაძეს უწოდებენ მექრთამეს. აქ ორი რამ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან. ის, თუ როგორ იქცევით თქვენ და რა ხდება ბათუმის ბულვარში. როგორც ჩანს თქვენ ამბის დეტალები იცით , ერთადერთი რაშიც ჩვენ გვაქვს თანხვედრა არის ის, რომ მეც ზუსტად ვფიქრობ, რომ ის, რაც იქ შენდება მიუღებელია. ბატონ რიჟვაძესთან ამ თემაზე მქონია საუბარი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის არის ერთ-ერთი, ვინც ამას თავის დროზე შეეწინააღმდეგა, როდესაც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის დროს იქ 9 და 12 სართულიანი კია არა, ათეულობით სართული უნდა აღმართულიყო. რიჟვაძე იყო ის, ვინც მინიმუმამდე დაიყვანა ის ზიანი, რაც დღეს მაინც გვაქვს და ვთქვი, რომ ეს არც მე არ მომწონ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატ ელისაშვილის სამართლებრივ არაკომპეტენტურობასაც გაუსვა ხაზი.
„თქვენ არამცთუ არაკომპეტენტური ხართ, როდესაც თვლით, რომ ერთ დეპუტატს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, აქვს რაიმე ტიპის უფლება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანგარიშვალდებულად აქციოს მის წინაშე. ეს არის ჩვეულებრივი არაკომპეტენტურობა. მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენს გვერდით მჯდარ კოლეგას ხანდახან სამართალში რაღაცები დაეკითხოთ ხოლმე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანო, მაგრამ ეს ის ორგანოა, რომელიც სამართლებრივ და კანონის შემოქმედების ფუნქციას ატარებს და ჩვენი საქმიანობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს პოლიტიკურ-სამართლებრივია” . თეა წულუკიანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძე ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის საჩივარს შეიტანს. „მე მჯერა, რომ ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს თქვენ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს ცილისწამებაზე, იმიტომ, რომ თქვენ დანაშაულში ამხილეთ ის. ქრთამის აღება დანაშაულია. თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულება არ გაქვთ, შემდეგ მოგიწევთ ამის უარყოფა,“- განაცხადა წულუკიანმა.










