fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თეა წულუკიანი – კულტურის სამინისტროსთან ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა​, ხოლო საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა იულონ გაგოშიძე

14:51 იანვარი 23, 2022
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
768
ნახვა

კულტურის სამინისტროსთან გამართული აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, რადგან ის გაიმართა თავისუფლების სახელით და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე საბჭოთა სტილსა და ტონზე საუბრობდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე.

„იულონ გაგოშიძე ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი. შესაბამისად, ეს უკვე არის ანეკდოტი. ასევე, ეს ის იულონ გაგოშიძეა, რომელიც, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი მეცნიერი იყოს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც მოსწონდა სააკაშვილის მინისტრობა და ახლა ითხოვს, რომ იყოს კულტურის სისტემა და კულტურა უფრო მეტად დაცული საქართველოში, ჰგონია, რომ არ არის. ის ითხოვს თავისუფლებას კულტურის მინისტრისგან და მიიჩნევს, თუ ეს ასე არ იქნება, ეს საბჭოეთია, ოღონდ მას ავიწყდება, რომ დღესაც კულტურის სამინისტროსგან იღებს ხელფასს. ჩემთვის გაუგებარია, ვისგან და რისგან თავისუფლებას ითხოვს ეს ადამიანი. ასევე, ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, არის აქტიურად მედიაში და მგონი, აქციაზეც ბრძანდებოდა – ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე, ბატონი იულონის მეუღლე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს; ასევე, იულონის კიდევ ერთ შვილი მუშაობს ჩვენ სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს.

ასევე, ბატონი იულონის რძალი მუშაობს ჩვენს სისტემაში „ნაციონალების“ დროიდან და ხელფასს იღებს; ასევე, ჩვენს სისტემაში მუშაობდა ბატონი იულონის შვილიშვილი, სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და მას შტატს უნახავდნენ ხელოვნების მუზეუმში. ეს არის სწორედ ის საბჭოეთი, რომელიც გარკვეული „ბონბონიერია“, რომელშიც შენ ვითარდები, ხარ რა საბჭოთა დროის მეცნიერი, თვლი, რომ ეს საბჭოეთი კარგია, რომელიც შემდეგ გააღვივა და გააძლიერა სწორედ ჟორიკ რურუას ოჯახის წევრმა, როცა იყო ჩემი წინამორბედი. თავადაც, როცა ბონბონი გგონია თავი და ხარ „ბონბონიერში“, შემდეგ როდესაც ამ სიმყუდროვეს გირღვევენ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ლეგიტიმურად ჩაითვალოს შენი აღშფოთება“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომელ გიორგი გაგოშიძეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არის სულისჩამდგმელი იმისა, რომ წითელი კრამიტით უნდა გადახურულიყო გელათი.

„რაც შეეხება ყოფილ თანამშრომელს, ბატონ გიორგი გაგოშიძეს, საბჭოეთის მეცნიერის, ბატონი იულონის, სააკაშვილის მინისტრის შვილს, მის სახელთან არის დაკავშირებული გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესები. ბატონი გიორგი გაგოშიძე, აწ უკვე გათავისუფლებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, გახლავთ ერთ-ერთი თანაავტორი იმ პროცესებისა – გელათის ფრესკების სავალალო ჩამოშლისა, რომლის შედეგებიც დღეს ჩვენ მიერ არის შეჩერებული. გიორგი გაგოშიძე გახლავთ კაცი, რომელიც სულ მცირე ხუთი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იმ ყველაზე მნიშვნელოვან საბჭოს ძეგლთა დაცვაში, რომელიც ამტკიცებდა ძეგლების დაცვის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს. ის იყო ასევე სულისჩამდგმელი იმისა, რომ სწორედ ამ ტიპის კრამიტით უნდა გადახურულიყო გელათი. როდესაც მას თათბირებზე ვიბარებდი, ამის მოწმე იყო 15-20 პირი, მას არასდროს პასუხი არ ჰქონდა, რატომ ეს უვარგისი წითელი კრამიტი. ჯამურად რომ შევაფასო, მან თანამოაზრეებთან ერთად ჩათვალა, რომ გელათზე შეიძლება, აწარმოო ექსპერიმენტი და გამოსცადო ამგვარი ტიპის კრამიტი. ეს არის გიორგი გაგოშიძე და ამიტომ, გასაგებია, რომ ეს აქცია არის ანეკდოტი, რადგან გიორგი გაგოშიძე და მისი მთელი ოჯახი დაირაზმა და აპროტესტებს კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს, რადგან მათ მოსწონდათ, რასაც თავად აკეთებდნენ და რისი შედეგიც არის გელათში ჩამოშლილი ფრესკები. გიორგი გაგოშიძე 2010 წელს არის სისტემაში მოსული. ეს არის მთელი „ბონბონიერის“ სასათბურე პირობები, რომელიც ახლა ირღვევა და იწვევს მათი მხრიდან უკმაყოფილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეგები: თეა წულუკიანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

კულტურის სამინისტროსთან აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი – წულუკიანი

იანვარი 23, 2022
760
პოლიტიკა

სახეზეა ერთი პატიმრის კაპრიზები და ახირებები, სააკაშვილს ჰგონია, რომ ისევ პრეზიდენტია – თეა წულუკიანი

დეკემბერი 30, 2021
767
მთავარი ამბავი

სახეზეა ერთი კონკრეტული პატიმრის კაპრიზები – თეა წულუკიანი

დეკემბერი 30, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია