ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ხვალაც გაგრძელდება. ხვალ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რომელსაც დავასრულებთ. შეთანხმება არ იქნება მანამდე, სანამ ყველაფერს არ გავივლით. მხოლოდ ნაწილი გვაქვს გავლილი. ხვალ დავასრულებთ სრულად გავლას, “- განაცხადა მეგრელიშვილმა.









