ჩემი აზრით, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ მოსულები შეთანხმების მიზნით, ამიტომ ვერ მოხდა შეთანხმება. პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, უნდა გამოვიდეთ ამ პუნქტების ტყვეობიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„კომპრომისი მხოლოდ მაშინ გჭირდება, როდესაც მიზნად დაისახე, რომ მოდი ამ ადამიანის პოზიცია გავიგო და ისეთი რამე მოვიფიქრო, რომ ორივეს გვაწყობდეს. თუ ამ წინასწარი განწყობით არ მიუჯდები მაგიდას და თავად ფორმატიც არ არის ისეთი, რომელიც გიბიძგებს აქეთკენ, ძნელია ივარაუდო, რომ ასეთი დამოკიდებულება შედეგს მოიტანს. ჩემი აზრით, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ მოსულები შეთანხმების მიზნით, ამიტომ ვერ მოხდა შეთანხმება. პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, უნდა გამოვიდეთ ამ პუნქტების ტყვეობიდან. ნებისმიერ პუნქტზე თუ მას შინაარსობრივად შევხედავთ, შესაძლებელია, მოიძებნოს კომპრომისული ვერსია ისეთი, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები. ჩვენნაირი პარტიები არ ვართ ჯერ კლიმატის შემქმნელები, ჩვენი ელექტორალური მხარდაჭერიდან გამომდინარე.
ამ მოლაპარაკების დროს ხომ გვესმის, ვინ არიან მთავარი მხარეები. ეტყობათ პოლიტიკოსებს, რომლებსაც უფრო მეტი სურვილი აქვთ მოლაპარაკების და ვიღაცას ნაკლები სურვილი აქვს, ბუნებრივია, ეს განსხვავება ამ პოლიტიკურ სპექტრში იყო, მაგრამ ამის მოყოლას აზრი არ აქვს. საბოლოოდ, ყველანი ჩავფლავდით, გამონაკლისის გარეშე. იმისთვის, რომ დავრესტარტდეთ, ნაკლებად უნდა დავაბრალოთ ერთმანეთს, გავიგეთ, რომ ყველანი ჩავფლავდით, თუ რამე გვინდა, მოვიფიქოთ ისეთი ფორმატი, სადაც სულ მცირე ისეთი ხალხი შეიკრიბება, რომლებსაც წინასწარ აქვთ განსაზღვრული მოლაპარაკების წარმატება. ვისაც არ უნდა, გასაგებია, რომ იქ არაფერი არ ესაქმება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.









