fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნო საჩუქარად გადმოსცა – ნათელაშვილი 

14:30 ივლისი 4, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნოდ საჩუქარად გადასცა.

ნათელაშვილი ამბობს, რომ დავით ჭაკუა შესანიშნავად ცხოვრობდა გერმანიაში და არავინ ითხოვდა გადმოცემას, მისი ექსტრადირება კი, წინასაარჩევნო პერიოდს დაამთხვიეს.

„ჩემი აზრით, ბატონი ჭაკუა გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოში გერმანიის ელჩის დიდი რუდუნებით, წინასაარჩევნო საჩუქრად გამოუგზავნა ბიძინა ივანიშვილს, რათა შექმნან შთაბეჭდილება, რომ ეს ბატონი ებრძვის დამნაშავეებს, მოძალადეებს. აღნიშნული პატიმარი შესანიშნავად ცხოვრობდა გერმანიაში, არავინ არ ითხოვდა მის გადმოცემას და დაამთხვიეს წინასაარჩევნო პერიოდს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია განხორციელდა.

ცნობისთვის: არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული – დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

44 წლის დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

გარდა ამისა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას მხილებულია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.

 

Exclusive: წამებისთვის ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა

 

თეგები: 2020 წლის არჩევნებიდავით ჭაკუაშალვა ნათელაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მიმართ პირადი სიმპათიის მიუხედავად, ევროპულ სადამკვირვებლო მისიებს არ ვენდობით – ნათელაშვილი

სექტემბერი 10, 2021
759
პოლიტიკა

ნათელაშვილი ვაშაძეების წინააღმდეგ: არ ვთვლი, რომ „მესამე ძალა“ იმსახურებს რაიმე ღრმა ანალიზს

აგვისტო 30, 2021
853
პოლიტიკა

ძალადობა დაუშვებელია და თანასწორობა უნდა იყოს გარანტირებული – შალვა ნათელაშვილი პრაიდზე

ივნისი 30, 2021
820

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია