„საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს, შესაძლებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიცია შეთანხმების მისაღწევად მზად არ იყო. მათ პრიორიტეტი არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს მიანიჭეს, არამედ – მათი პარტიებისთვის რაცაა პრიორიტეტული”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს, შესაძლებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიცია შეთანხმების მისაღწევად მზად არ იყო. მათ პრიორიტეტი არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხს მიანიჭეს, არამედ – მათი პარტიებისთვის რაცაა პრიორიტეტული. ენმ-ის წარმომადგენელმა დღეს, განაცხადა, რომ მათთვის პრიორიტეტული იყო ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.
მსურს, მედიაციისთვის მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გადავუხადო, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დაკარგული დრო არ იყო. თუ მომავალში ოპოზიციას პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება ექნება, შევძლებთ შეთანხმებას.
ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება, რომ სანამ არჩევნებს არ მოვიგებთ, არჩევნებს არ ვაღიარებთ. ვინ სცა მოქალაქეების არჩევანს პატივი ცხადია, ესაა „ქართული ოცნება“ და კიდევ ორი პარტია.
ისინი კი უარს ამბობენ იმის დათომაზეც კი, რაც არ ეკუთვნით. რაზეა საუბარი, როცა მოგვიწოდებენ ზურგი შევაქციოთ ჩვენს ამომრჩევლებს, რადგან მათ არჩევნების შედეგები არ მოსწონთ.
8 მარტის შეთანხმებით, მათ პატივი უნდა ეცათ ხალხის არჩევანისთვის და ისინი პარლამენტში კენჭისყრაზეც კი არ გამოცხადდნენ, როცა მათი მოთხოვნილი რეფორმა მტკიცდებოდა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.
შეხვედრა მხარეებს შორის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობდა 9 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.











