„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტონ.
„მინდა, ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც შიმშილობენ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ასევე მინდა გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა, რომელიც ამ შიმშილობის ფარგლებში აქვთ დაყენებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რეალურად, არ საჭიროებს მათი მხრიდან ამ ტიპის პროტესტის გამოხატვას, თუმცა, ეს მათი უფლებაა. რა თქმა უნდა, მათთან მიმართებითაც პარლამენტში თუ მის გარეთ, ყველა უფლება დაცული იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.











