„რეგულირების სააგენტოს მოკვლევით ვანახეთ, ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 27 წლის ექთნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გაბუნია ამბობს, კვლევას ამასთან დაკავშირებით გარკვეული დრო სჭირდება.
„პირველ რიგში, მნშვნელოვანია დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმასთან, რაც მოხდა და რამდენად გამოიწვია ეს რეალურად ვაქცინამ. ამაზე მიდის მოკვლევა და ყველა სტრუქტურას სჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნები მივიღოთ. ჯერჯერობით, რაც რეგულირების სააგენტოს მოკვლევით ვანახეთ, ანტიშოკური პასუხი იყო პროტოკოლთან შესაბამისობაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი პასუხი იმისათვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრიობა ვაქცინასა და დამდგარ შემთხვევას შორის. გამოძიება და მოკვლევა გრძელდება, როგორც კი გვექნება შედეგები, რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსნებთ, 27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, -„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.
გუშინვე, ცნობილი გახდა, რომ საქართველო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას გააგრძელებს. გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.











