ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში არსებობს სამი რეგიონი, რომელიც, შესაძლოა, „წითელ ზონად“ გამოცხადდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის დილაში“ საუბრისას განაცხადა.
„ესაა ამ ეტაპზე, გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. კოეფიციენტი დადებითობის ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.











