„გირჩს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნია, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი კრიზისი არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან ბრძოლა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისად საღდება. მნიშვნელობა არ აქვს ის ფორმალურად რომელი ქვეყნის მოქალაქეა და ზუსტად იგივე დაინახა ვენეციის კომისიამ. მან თქვა, რომ პარტიის შექმნის პროცესში შეიძლება გქონდეს დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარევისგან და არა წევრობის დროს. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ეს ინიციატივაც უარყოფითად იყო შეფასებული“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საარჩევნო კოდექსის, პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა უნდა გადაიხედოს,










