„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარს აკეთებს.
„იმედი მაქვს მედიატორების მხრიდან იქნება ისეთი შემოთავაზება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. ჩემთვის პრინციპული და მნიშვნლოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს დოკუმენტში. პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, დღეს კრისტიან დანიელსონის შეუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრა ცოტა ხანში დაიწყება.










