‘გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად”, – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან გიგი უგულავას განცხადებას.
“კარგია, რომ ეს განცხადება უკან წაიღო, ბოდიში მოიხადა. ვერასდროს შვილები მშობლის გამო პასუხს ვერ აგებენ, ეს ძალიან ცალსახაა. როგორც მან აღნიშნა, ემოციურ ფონზე იყო ეს განცხადება გაკეთებული, მე ფიქრობ ამით უნდა დავხუროთ ეს საკითხი.
მე ვიმედოვნებ, როცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისულელეს იტყვიან, ზუსტად ასევე ბოდიშს მოიხდიან და უკან წაიღებენ ამას და არ იქნებიან „გამპრავებლები,”- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისათვის, გიგი უგულავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გლდანის ციხის თანამშრომელი გააკრიტიკა.
„ამ ნაგვის, ვინც ხელი აღმართა პრეზიდენტზე, შვილის მეგობრებმა და კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამა ჰყავთ ჯალათი”, – განაცხადა უგულავამ. მოგვიანებით, უგულავამ ამ განცხადების გამო სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა.










