კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა შედგა.
მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს, რომლის ტექსტს კრემლი ავრცელებს.
„უმნიშვნელოვანესი შემადგენელია რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობა იმისთვის, რომ სომხეთმა მიიღოს ახალი შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ამ დრომდე არ არის დარეგულირებული სამხედრო ტყვეებისა და მძევლების საკითხი.
„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო თქვენი პირადი წვლილი ჩვენს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციაში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და თქვენთან ჩვენი ერთობლივი განცხადების ხელმოწერის შემდგომ. მსურს, აღვნიშნო, რომ ამ კონტექსტში არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ დრომდე არაა დარეგულირებული, ეს არის სამხედრო ტყვეები, მძევლებისა და სხვა დაკავებული პირების საკითხი,“ – განაცხადა ფაშინიანმა.











