ჟენევაში ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც ესწრებიან.
შეხვედრის დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა ბაიდენს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვიცი, დიდი გზა გამოიარე და ბევრი სამუშაო გქონდა. თუმცა, საკმაოდ ბევრი საკითხი დაგროვდა განსახილველად რუსეთსა და ამერიკას შორის. იმედი მაქვს, ჩვენი შეხვედრა პროდუქტიული იქნება“,- უთხრა პუტინმა ბაიდენს.
როგორც გამოცემა წერს, ამ სიტყვებზე ბაიდენს გაეღიმა.











