fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ – მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმე

16:42 აპრილი 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
859
ნახვა

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ბ.-ს მდგომარეობის გართულების შემდგომ, ექიმ ვ.ი.-ს მისთვის რაიმე პრეპარატი ან მედიკამენტი არ მიუწოდებია, მეტიც, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა დაყოვნების ოთახში, – ამის შესახებ მეგი ბაქრაძის გარდაცვალაების საქმის პროკურორმა, დავით კიკაჩეიშვილმა განაცხადა.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 18 მარტს ქალაქ ახალციხეში, ახალციხის კლინიკა „იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგადაც მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. თავდაპირველი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაეწია ადგილზე, რის შემდეგადაც იგი გადმოიყვანეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც 19 მარტს გარდაიცავალა. აღნიშნულ საქმეში გამოიკითხნენ ექიმები: ბ.ლ., ვ.ი. და ექთანი თ.გ.

მიუხედავად გაფრთხილებისა, თითოეულმა მათგანმა პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო გარემოება, რომ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს ექიმი ვ.ი. პაციენტთან არ იმყოფებოდა, მათ გამოძიებას მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, როგორც ვ.ი.-მ აღნიშნა, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მ.ბ.-ის მდგომარეობის გაუარესებისას მან პაციენტს გაუწია სათანადო სამედიცინო მომსახურება. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ბ.-ს მდგომარეობის გართულების შემდგომ, ექიმ ვ.ი.-ს მისთვის რაიმე პრეპარატი ან მედიკამენტი არ მიუწოდებია, მეტიც, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა დაყოვნების ოთახში.

თითოეულ მათგანს ბრალი წარედგინა სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის. ბრალდებულები წარდგენილ ბრალს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზები. ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება თუ გამოიკვეთება, იქნება მსჯელობა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე 3 ექიმს ბრალი წარუდგინა.

ცნობისთვის,  მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თეგები: მეგი ბაქრაძის საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

საქმის მასალებში სამი პირის ჩვენება არ დევს – მეგი ბაქრაძის ადვოკატი

აპრილი 12, 2021
910
სამართალი

მედიკოსებმა ნერვიულობისა და სტრესის გამო იცრუეს – მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი

აპრილი 8, 2021
794
სამართალი

მეგი ბაქრაძის მეუღლე კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელების დაკავებას ითხოვს

აპრილი 8, 2021
844

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია