9 აპრილის მემორიალთან თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა. როგორც მან განაცხადა, 9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში.
,,9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის დღე, რომლითაც ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გმირებს”,- განაცხადა კალაძემ.










