ზუგდიდში ყოფილი პოლიციელი დააკავეს.
მისი დაკავება 31 მარტის ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მან სიძის მიმართულებით გაისროლა და ტყვია მანქანას მოხვდა.
ინციდენტი დღის საათებში პოლიციის სამმართველოს ზუგდიდის განყოფილებასთან ახლოს მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლის ორი ნაწილით მიმდინარეობს,რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.











