“რამდენიმე დღე დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ვიცით, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან აქტიურად მიდის ორივე მხარის მხრიდან მუშაობა და სავსებით შესაძლებელია, რომ ცვლილებები მოხდეს. თუ დავინახეთ, რომ დიპლომატებიც ვერ დაგვეხმარნენ მაშინ ჩვენი გეგმა ამოქმედდება”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„რამდენიმე დღე დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ვიცით, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან აქტიურად მიდის ორივე მხარის მხრიდან მუშაობა და სავსებით შესაძლებელია, რომ ცვლილებები მოხდეს. თუ დავინახეთ, რომ დიპლომატებიც ვერ დაგვეხმარნენ მაშინ ჩვენი გეგმა ამოქმედდება. ამ გეგმის მიზანი არის ის, რომ იმ პოლიტიკურ ჭაობში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით დავაბრუნოთ პოლიტიკური ცხოვრება და თან ამავდროულად რომელიმე მხარე არ დავიკავოთ, მაგალითად „ქართული ოცნების“, ან „ნაციონალური მოძრაობის“, რომ ეს დაპირისპირება არ დავამძიმოთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.










