პარლამენტმა „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
დეპუტატებმა გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.
შეგახსენებთ, სანდრო რაქვიაშვილი პარლამენტში ჩაანაცვლებს სალომე მუჯირს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება ორი დღის წინ შეუწყდა.










