აშშ-ში სასწავლებლად მყოფი სტუდენტები იძულებულები იქნებიან დატოვონ ქვეყანა იმ შემთხვევაში თუ, მათი უნივერსიტეტები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები ამ წესს არ დაიცავენ, შესაძლოა, მათი დეპორტაცია განხორციელდეს.
აშშ-ში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ძალიან ბევრი სასწავლებელი ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა. მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტები სრულად გადავლენ ონლაინ-სწავლებაზე. ისინიც კი, ვინც უნივერსიტეტში ცხოვრობენ.
განკარგულება ეხებათ F-1 და M-1 ვიზების მფლობელებს, რომლებიც აკადემიური და პროფესიული პროგრამების მონაწილე სტუდენტებისთვისაა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ქვეყანამ 388 839 F-1 და 9 518 M-1 ვიზა გასცა.











