უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტები სწავლას დღეიდან იწყებენ. პროცესი 2 კვირა ონლაინ რეჟიმში იქნება. გამონაკლისი არიან მომავალი ექიმები – მათ პრაქტიკული სწავლება სასწავლებლებში ჩაუტარდებათ, თუმცა კონკრეტული პირობებით.
დამაკმაყოფილებელი ეპიდვითარების შემთხვევაში შესაძლოა სწავლა ყველა სტუდენტისთვის აუდიტორიებში 4 ოქტომბრიდან გაგრძელდეს. ანალოგიური გეგმა არსებობს მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის.











