შეთანხმება გაწერილია დეტალურად, ვადებით. იმ ვადებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მორჩა და დამთავრდა, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას იმის თაობაზე, როგორ და როდის უნდა გათავისუფლდეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან.
„კინკლაობის დრო აღარ არის. შეთანხმება გაწერილია დეტალურად ვადებით, იმ ვადებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს და შესრულდეს. მორჩა და დამთავრდა. სხვა გზა არ გვაქვს და პირადად მე არავის მივცემ სხვა გზის არჩევის შესაძლებლობას. ნიკა მელიამ გირაოზე უარი თქვა. ეს მისი არჩევანია, შეიძლება მე არ ვეთანხმებოდე ამ გადაწყვეტილებას და ვთვლიდე, რომ ეს ისტორიული შანსი უნდა გამოყენებულიყო, მაგრამ ამნისტია ამიტომაა გაწერილი დოკუმენტში, რომ ეს საქმე საბოლოოდ ამ გზით დაიხუროს“, – განაცხადა ვაშაძემ.










