„მივესალმებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ლიდერობას საქართველოს პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისის გადაჭრის ძიებაში,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„მივესალმებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ლიდერობას საქართველოს პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისის გადაჭრის ძიებაში. ევროკავშირის მხრიდან საჭიროა ასეთივე ტიპის ლიდერობა, რათა მოიძებნოს ევროგაერთიანების აქტიური როლი „ბელარუსის კრიზისის“ მოსაგვარებლად“, – წერს კუბილიუსი.











