ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საუბარში შარლ მიშელიმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა.
„პრეზიდენტ პუტინთან ერთად ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები და უფრო ფართო რეგიონზე მათი გავლენა განვიხილეთ. ევროკავშირი და რუსეთი რეგიონის სტაბილურობის ინტერესს იზიარებენ. ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენცია, ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებები – პრიორიტეტია.
უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე. ასევე ვისაუბრეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
Reiterated EU support to Ukraine’s and Georgia’s territorial integrity.
Exchanged views on prospects for the Armenia-Azerbaijan settlement – confidence building and dialogue are needed.
Condemned Belarus’s weaponisation of irregular migration against EU Member States.
— Charles Michel (@eucopresident) September 8, 2021











