გაზმომარაგების კომპანიის, „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დედაქალაქში, ყაზბეგის ქუჩაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.
„ყაზბეგის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხელოსნებმა გაზქურის ონკანები დატოვეს ჩართული, საიდანაც გაზი ჟონავდა. კორპუსი აფეთქებას 114-ის ბიჭებმა გადაარჩინეს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.













