გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ბანკომატის გატეხვის მიზნით მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება მომხდარზე სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.











