მმართველ გუნდში საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის შესახებ შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურნენ.
როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ნათელაშვილი იმ დონემდე მივიდა, რომ აშშ-ს ელჩის გალანძღვასაც არ მოერიდა.
„შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთი სახე გახლავთ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის, ყოველ შემთხვევაში, ეს მათი არჩევანი იყო, რომელმაც ყველა და ყველაფერი გალანძღა არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორები, ელჩიც არ დატოვა ჩვენი სტრატეგიული (პარტნიორი) ქვეყნის. სამწუხარო ის გახლავთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად იყო მიჩნეული, რომლის ფანჩატურშიც ისინი იკრიბებოდნენ“, – ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი. ნახეთ ერთი რა ბრძანებებს იძლევა”.









