მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია ქუთაისში, სასაფლაოზე დააკავეს.
აქტივისტების ცნობით, ნიკა ნარსია მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რის გამოც დაპირისპირება სამართალდამცველებთან მოუხდა. არსებული ინფორმაციით, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ცნობისთვის, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.
შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში პირს 2 000 ლარის გადახდა მოუწევს.
აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.











