ვაშაძე მუდმივად „ტროას ცხენი“ იყო – გამარჯვებად ასაღებს იმას, რაც დღეს მივიღეთ, – ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
„ადამიანი, რომელიც გამარჯვებად ასაღებს იმას, რაც ჩვენ მივიღეთ, ადამიანის ციხეში გამოკეტვას და მერე იქ მჯდომ ადამიანს კიდევ რაღაც პირობებს უყენებს, რომ მესამე ძალას აყალიბებს, რა მესამე ძალაზეა ლაპარაკი?! კაციშვილი არ ელაპარაკებოდა. ეუბნებოდნენ, რომ რაც არის ეს არისო. ელჩების გამონათქვამი გავახსენო: რა მოხდა იმისთანაო, რაც ჯერ ამ ქვეყანაში არ მომხდარაო. მასხარები არიან რა! იმაში ძვრებიან რაც არ არიან! ჯერ ისაა სამარცხვინო 53 ბიტკოინზე, რომ იძახის 2013 წელში ვიყიდეო, არც ერთ დეკლარაციაში არ უწერია.
2013 წელში დარწმუნებული ვარ, ბიტკოინის არსებობაც არ იცოდა, როგორც იუსტიციის სახლს ითვისებს. ვაშაძე მუდმივად ტროას ცხენი იყო! ბიოგრაფიაში ჩაიხედეთ მისაში საპასპორტოს უფროსი იყო, 100 დოლარიანებსა და 100 ლარიანებს იღებდა, რომ პასპორტები გაეკეთებინა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.










