„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობით აღარ შეეძლებათ.
„ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც – ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ „აიდი“ (ID) იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად. კიდევ რა იქნება, ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობდნენ.









