ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ინდურ შტამს, სავარაუდოდ, ანტისხეულები ვერ აჩერებს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვმა განაცხადა.
„სწორედ ამიტომ მივანიჭეთ ინდოეთში გავრცელებულ შტამს, ბი 1,1617-ს, კლასიფიკაცია „საგანგაშო“. თუმცა იმის მტკიცება, რომ ეს შტამი ვაქცინების მიმართ უფრო მეტად რეზისტენტულია, ჯერ ნაადრევია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი.











