კვიპროსში ინდური შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდის ინდური შტამი 4 ადამიანს დაუდასტურდა. ისინი კვიპროსში ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ფილიპინებიდან და ნეპალიდან ჩავიდნენ. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ოთხივე მათგანი კარანტინში იმყოფება.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კვიპროსში კოვიდის 71,398 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორ ამოვიცნოთ კორონავირუსის ინდური შტამი – ექიმებმა ახალი სიმპტომები დაასახელეს











